როგორ მოქმედებს GLP-1 თერაპია კუნთოვან მასაზე?

როგორ მოქმედებს GLP-1 თერაპია კუნთოვან მასაზე?

GLP-1 თერაპიის დროს წონის კლება ბევრისთვის სწრაფი და ეფექტურია. მადა იკლებს, პორციები მცირდება და შედეგი მალევე ჩანს.
მაგრამ ხშირად უგულებელყოფილია ერთი მნიშვნელოვანი საკითხი:

რა იკლებს რეალურად — მხოლოდ ცხიმი თუ კუნთიც?

 

როგორ იწვევს GLP-1 კუნთის დაკარგვას

GLP-1 პრეპარატები:

  • ამცირებს მადას
  • ანელებს საჭმლის მონელებას
  • ხშირად ამცირებს ცილისადმი ინტერესს

აქრდან გმომდინარე ბევრი ადამიანი:

  • ჭამს ძალიან მცირე რაოდენობით
  • ვერ იტანს ხორცს ან მყარ საკვებს
  • იღებს ნაკლებ ცილას, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება

როცა ცილის მიღება არასაკმარისია, ორგანიზმი ენერგიის მისაღებად იწყებს კუნთოვანი ქსოვილის დაშლას, არა მხოლოდ ცხიმის.

 

რატომ არის ეს პრობლემა:

კუნთი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარეგნობისთვის. ის:

  • ინარჩუნებს მეტაბოლიზმს
  • გვეხმარება ენერგიის შენარჩუნებაში
  • იცავს წონის დაბრუნებისგან

ამიტომ GLP-1 პაციენტები ხშირად აღნიშნავენ:

  • სისუსტეს
  • დაღლილობას
  • ფიზიკური ძალის შემცირებას

კვლევების მიხედვით, სწრაფი წონის კლებისას დაკლებული წონის 25–60% შეიძლება კუნთიდან მოდიოდეს, თუ ცილის მიღება დაბალია.

 

როგორ დავიცვათ კუნთი GLP-1-ზე

მიზანი არ არის მეტი ჭამა.
მიზანი არის სწორი კვება მცირე მოცულობით.

GLP-1 პაციენტებისთვის ხშირად ეფექტურია:

  • ადვილად მოსანელებელი ცილა
  • მცირე, მაგრამ ცილით მდიდარი ულუფები

დასკვნა

GLP-1-ზე წონის კლება არ უნდა ნიშნავდეს სისუსტეს.
სწორი მიდგომით შესაძლებელია ცხიმის დაკლება კუნთოვანი მასის კლების გარეშე.

ჯანსაღი შედეგი არის ის, როცა წონის კლება გაძლევს ენერგიას —
და არა მხოლოდ დაბალ რიცხვს სასწორზე.

Back to blog