რას შეიცავს ბარიატრიული მულტივიტამინები და რატომ?

რას შეიცავს ბარიატრიული მულტივიტამინები და რატომ?

ბარიატრია თავის შინაარსით მალაბსორციული მანიპულაციაა, რაც ნიშნავს, რომ ოპერაციის შემდეგ ორგანიზმში იცვლება ვიტამინებისა და მინერალების შეწოვის და ათვისების უნარი.

შესაბამისად, მულტივიტამინი, რომელიც ბარიატრიულ პაციენტს სჭირდება, უნდა იყოს სპეციალურად შექმნილი ამ მდგომარეობისთვის — კვლევებსა და კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

მსოფლიოს მასშტაბით უკვე ჩატარებულია ძალიან დიდი რაოდენობით ბარიატრიული ოპერაცა. ეს გვაძლევს მკაფიო წარმოდგენას იმაზე, თუ რომელი ელემენტები მიდის დეფიციტში და რა სახის დახმარებაა საჭირო მულტივიტამინის ფორმით, რათა ეს რისკები შემცირდეს ან მთლიანად იქნეს თავიდან აცილებული.

ბარიატრიული მულტივიტამინების შემადგენლობა ეფუძნება საერთაშორისო რეკომენდაციებსა და სტანდარტებს, როგორიცაა:

IFSO – International Federation for the Surgery of Obesity and Metabolic Disorders
ASMBS – American Society for Metabolic and Bariatric Surgery

არსებობს მრავალრიცხოვანი კვლევები, რომელთა ანალიზზე დაყრდნობით შეგვიძლია გამოვყოთ ყველაზე კრიტიკული ვიტამინები და მინერალები, რის დეფიციტსაც, ბარიატრიული პაციენტები, ყველაზე ხშირად განიცდიან.

✅ B12 (ციანოკობალამინი ან მეთილკობალამინი)

– აუცილებელია ნერვული სისტემის ჯანმრთელობისა და ენერგიის შენარჩუნებისთვის

– ოპერაციის შემდეგ შეწოვა მნიშვნელოვნად ქვეითდება, ამიტომ საჭიროა მაღალი დოზით მიღება

✅ რკინა (Iron)

– ანემიის თავიდან ასაცილებლად

– ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა ოპერაციის შემდეგ, განსაკუთრებით ქალებში

✅ ვიტამინი D და კალციუმი

– მუშაობენ ერთად ძვლების გასამაგრებლად

– ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ ხშირად აღინიშნება მათი დეფიციტი, რაც ზრდის ოსტეოპოროზისა და ძვლოვანი სისუსტის რისკს

✅ ფოლიუმის მჟავა (Folic Acid)

– მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლის წარმოქმნაში და უჯრედების განახლებაში

– განსაკუთრებით მნიშვნელოვანია **მშობიარობის ასაკის ქალებისთვის**, ორსულობის დაგეგმვის ან მიმდინარეობისას

✅ თუთია (Zinc), ბიოტინი, ვიტამინები A და E

– კანის, თმის, ფრჩხილების და იმუნური სისტემის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი კომპონენტები

❗ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის სრული ჩამონათვალი.

ბარიატრიული მულტივიტამინები ხშირად შეიცავს დამატებით ინგრედიენტებსაც, რომლებიც მიზნად ისახავს სხვა შესაძლო დეფიციტების პრევენციასაც.

დასკვნა

ბარიატრიული მულტივიტამინი არის პრაქტიკული პასუხი იმ ბიოლოგიურ რეალობაზე, რომელსაც ორგანიზმი ქმნის ოპერაციის შემდეგ.

სწორად შერჩეული ფორმულა ნიშნავს:

- უკეთეს საერთო შედეგებს
- ნაკლებ გართულებებს
- უკეთეს ყოველდღიურობასა და ენერგიას


Back to blog